weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებამდე გასაუბრებისას 15-ქულიან საკითხში 20 ქულა დაუწერეს

15:36 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

მოსამართლე ლევან მურუსიძეს, სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებამდე ჩატარებული გასაუბრების დროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზეპირი კომუნიკაციის უნარში 20 ქულა დაუწერა. ეს კრიტერიუმი მაქსიმუმ 15 ქულით ფასდებოდა.

გასაუბრების შეფასებების შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა. საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე შესაბამის დოკუმენტს, რომელიც 2018 წლის 27 დეკემბრით თარიღდება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს... მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი კომუნიკაციის უნარებში შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 ქულა მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის „ზეპირი კომუნიკაციის უნარი“ ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში, არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, - წერს სულხან სალაძე.

იმის გამო, რომ შეფასება ფარულია, უცნობია ვინ დაუწერა ლევან მურუსიძეს 20 ქულა. შეფასების ფურცლის მიხედვით, საბჭოს წევრს ყველა კრიტერიუმის დაჯამების შემდეგ 98 ქულა აქვს მიღებული. მაქსიმალური ქულა 100 იყო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება. საბჭოს განცხადებით, შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ 2018 წლის 27 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული გასაუბრების შემდეგ დაინიშნა. მის უვადოდ გამწესებას საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]