weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

13 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

10:48 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის მამაკაცი, ექიმების გადაწყვეტილებით, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა მათ მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვონ.

13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრო-რაიონში 10 თებერვალს, დილით მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მოკლულის ბიძა შემთხვევის ადგილზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დააკავეს.

დაკავებულის მეგობრების თქმით, მკვლელობის წინა დღეს ბრალდებული არაადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში წაიყვანეს. მეგობრების მტკიცებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მამაკაცის დატოვებაზე უარი უთხრეს ადგილების არქონის მიზეზით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში კი წინასწარ 3 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

„ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ პატარა ბავშვი დაიღუპა“, - თქვა ჟურნალისტებთან დაკავებულის მეგობარმა ლაშა ჟორჟოლიანი.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ადასტურებენ, რომ 29 წლის მამაკაცი მათთან 9 თებერვალს, საღამოს შეიყვანეს. მათი განმარტებით, მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განმარტებით, ნარკოლოგიურ დეპარტამენტს სტაციონარული მომსახურების გაწევა პაციენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია. მისივე თქმით, იმის გამო, რომ მამაკაცი მკურნალობაზე უარს ამბობდა, მორიგე ექიმმა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაამისამართა, თუმცა ფსიქიატრიული სტაციონარისთვის მას და მის თანმხლებ პირებს არ მიუმართავთ.

„სამედიცინო პერსონალთან კონტაქტის დროს პირადად განაცხადეს, რომ ჰქონდათ ჯგუფურად მოხმარებული მარიხუანა. კლინიკური კვლევები, რა თქმა უნდა, არ ჩატარებია იმდენად, რამდენადაც მოქალქემ კატეგორიული უარი განაცხადა. ამ ეტაპზე გამოვლენილი და შემოწმებული მონაცემების საფუძველზე არ ჩანს, რომ ადამიანმა ჩვენს ცენტრში როდესმე რაღაც ტიპის მკურნალობა ჩაიტარა“, - აცხადებს ლაშა კილაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]