weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს მაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ გირაო შეუფარდა

14:54 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

გორის მუნიციპალიტეტის ყოფილ მაღალჩინოსანს თემურ მანველიშვილს, რომელმაც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა დაამხო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

თემურ მანველისშვილის მიმართ გირაოს გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. Qartli.ge-ის ინფორმაციით, ადვოკატები ბრალდებულის თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ ეს შეუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მანველიშვილს თავდებში გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენელი იასონ დეკანოსიძე უდგებოდნენ.

მანველიშვილმა გორის მერიაში ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობა 8 თებერვალს დატოვა. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე „ბ“ ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

თემურ მანველიშვილი ბრალს არ აღიარებს. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 29 მარტს ჩაინიშნა.

2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის შენობის წინ, მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ ნაკელი და ხორბალი დაყარეს. აქციის ბოლოს, როდესაც გიგა მაქარაშვილი, ხორბალს იღებდა, მერიის ადმინისტაციული სამსახურის უფროსი, თემურ მანველიშვილი უკნიდან მიეპარა და თავზე ნაგვის ურნა დაამხო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]