weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ მუყაოს ქალაქში 1700-ზე მეტი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება – ბახტაძე

16:20 ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019
ე.წ. მუყაოს ქალაქი / აჭარის მთავრობის ფოტო ე.წ. მუყაოს ქალაქი / აჭარის მთავრობის ფოტო

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700-ზე მეტი ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პრემიერის თქმით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები, ისე ეკომიგრანტები, მათ შორის ზემო აჭარიდან.

„ეს ხალხი იქ უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ, აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმავე ტერიტორიაზე ექნებათ საკუთარი ბინები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ე.წ. მუყაოს ქალაქში, რომელსაც „ოცნების ქალაქსაც“ უწოდებენ, საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 6 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „შეცვლის მოცემულ რეალობას და „ოცნების ქალაქი“ ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად“. რიჟვაძის ინფორმაციით, მშენებლობა წელსვე დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ე.წ. ოცნების ქალაქი ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზებზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხის და მუყაოს ნაგებობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. „ოცნების ქალაქი“ იმ ოჯახებმა ააშენეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკომიგრანტები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]