weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა

01:35 პარასკევი, 15 თებერვალი 2019
ფოტოზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური ფოტოზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. კომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მომხმარებლების ინტერესების დასაცავად იქნა მიღებული.

შპს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა.

„გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ“, – აცხადებს მარეგულირებელი კომისია.

კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]