weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამა გიორგი ვაზიარე, მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული – დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე

10:43 კვირა, 17 თებერვალი 2019
ფოტო © ინტერპრესნიუსი ფოტო © ინტერპრესნიუსი

ღუდუშაურის კლინიკაში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარმა მოძღვარმა, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

გუშინ, გვიან ღამით საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სასულიერო პირმა თქვა, რომ მამა გიორგის ინსულტის შედეგად მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული.

„ვაზიარე მამა გიორგი. როგორც ვიცით, მამა გიორგი შეუძლოდ გახდა და ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში. ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. უნდა ჩამოვსულიყავი ორშაბათისთვის და მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“, – განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. მანამდე, დეკანოზის ზიარებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ითხოვდა მისი ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელმაც საპატრიარქოსთან კარავი გაშალა და აქციას მართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

ბრალის წარდგენის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]