weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პატრიარქს მოუწოდებენ, რომ პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალება სთხოვოს

15:19 კვირა, 17 თებერვალი 2019

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოუწოდებს, „შეასრულოს თავისი მოვალეობა“ და დეკანოზის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს. ამ მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქცია გამართა, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

„ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამიტომ ვმართავთ აქციას და მოვუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რადგან ძმა ჩემი სასულიერო პირი და მათი მღვდელია, მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და გაათავისუფლონ პატიმრობაში მყოფი დეკანოზი. ის, რომ აზიარეს, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. ასეთის განმეორების შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც,

მიმართოს [პატრიარქმა] საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით და ასე რომ ვთქვათ, შეასრულოს თავის მოვალეობა - „მწყემსი კეთილობა“.

იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს, საღამოს გადაიყვანეს. მანამდე, დეკანოზის ზიარებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თორნიკე მამალაძე ითხოვდა. მან საპატრიარქოსთან კარავი გაშალა და ამ მოთხოვნით 13 დღის განმავლობაში აქციას მართავდა. მსჯავრდებული დეკანოზი მისმა მოძღვარმა, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლოზ გიგატაძემ გუშინ აზიარა. მოძღვრის თქმით, მამა გიორგის ინსულტის შედეგად მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]