weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკლესია დეკანოზ მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება – მეუფე დანიელი

12:04 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, ეკლსია მზად იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

„ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია – როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა.

რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს.

მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიას სასულიერო პირის მდგომარეობა აწუხებს. 

„ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა დეკანოზი და პირადად ესაუბრა. რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ის ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები. მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა – ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება. ზიარებისთვის ადამიანი ყოველთვის მზად არ არის, ამიტომ ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვიტა მოძღვარმა და აზიარა. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეკლესია ამას განიცდის, ზრუნავს, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება“, – განაცხადა მეუფემა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ ის პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა, რის გამოც ის N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დეკანოზის ზიარებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ითხოვდა. მან საპატრიარქოსთან კარავი გაშალა და 13 დღის განმავლობაში აქციას მართავდა. მსჯავრდებული დეკანოზი მისმა მოძღვარმა, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ნიკოლოზ გიგატაძემ 16 თებერვალს აზიარა. მოძღვრისა და ძმის თქმით, მამა გიორგის ინსულტის შედეგად მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული და მეტყველება უჭირს.

 

ამ თემაზე:

არასამთავრობოები პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]