ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც თენგიზ ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.