weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპეცოპერაციის შედეგად სენაკსა და ფოთში სამი პირი დააკავეს

17:40 შაბათი, 02 მარტი 2019

სენაკსა და ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და მათ ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ. შსს-ს ამ განცხადებამდე, ადვოკატები ამბობდნენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირი იყო დაკავებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ჩ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები - 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ.

„ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან - ლავას ოღლთან (იგივე მინდია გორაძე), ჯუმბერ ბაირამიდითთან (ზედმეტსახელად „ბონჩო“), სტავრო ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „როკო), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

„გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. ვაგრძელებთ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით“, – განაცხადა ჭელიძემ.

საქმეზე გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2018 წელს საქართველოში პასუხისგებაში 4 ე.წ. კანონიერი ქურდი მისცეს და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი დააკავეს, რაც წინა წლის მონაცემზე 4-ჯერ მეტია. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მასშტაბური ოპერაციების შედეგად 9 ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი იქნა დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]