weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

11:10 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სენაკსა და ფოთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები ორი ბრალდებულის გათავისუფლებას 500 000-500 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორის მტკიცებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მათ მიერ მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც მოსამართლეს წინასწარი პატიმრობა უნდა გამოეყენებინა. როგორც პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ განაცხადა, საქმეში არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, კერძოდ, სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლითაც მტკიცდება, რომ ბრალდებულები ქურდული სამყაროს წევრებს ესაუბრებოდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ჯიტა გულუას თქმით კი, პროკურატურას დასაბუთებული არგუმენტები არ გააჩნდა. მეორე ადვოკატმა, ზაურ კინტირაიამ განაცხადა, რომ სასამართლო სხდომა ბრალის წარდგენიდან ერთ საათში ჩაინიშნა, რის გამოც ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის და კვალიფიციური დაცვის განხორციელების საშუალება არ მიეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკსა და ფოთში სპეცოპერაცია ერთდროულად 2 მარტს ჩაატარა და სამი პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - ლავას ოღლისთან (იგივე მინდია გორაძე), ჯუმბერ ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „ბონჩო“), სტავრო ბაირამიდთან (ზედმეტსახელად „როკო“), დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

საქმეზე გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]