ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ნინო გოგისვანიძე ამბობს, სოფელში ეს სახლების გაქურდვის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი მეზობლად მდებარე ორ სახლშიც დაფიქსირდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში შეიარაღებულ პირებს წინააღმდეგობა სახლის მეპატრონეებმა გაუწიეს, რის გამოც ვერაფერი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან გოგიტაძის სახლის ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
ლევან გოგიტაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც მის მიერ შესრულებული ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი იტალიის ქალაქ კოზენცაში გამოიფინა.