weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 – დაიღუპა

14:13 სამშაბათი, 05 მარტი 2019

2018 წელს, საწარმოო შემთხვევების შედეგად, 59 ადამიანი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. წინა წელთან შედარებით დაშავებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საწარმოო შემთხვევების შედეგად სულ 1081 ადამიანი დაშვდა, 376 კი დაიღუპა. სამუშაო ადგილზე დაშავების ყველაზე მეტი – 289 ფაქტი, 2012 წელს დაფიქსირდა, გარდაცვალების ყველაზე მეტი – 59 შემთხვევა კი 2018 წელს.

ორი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი დაამტკიცა, რომლითაც შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან, როდესაც კანონი ძალაში შევა, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი იქნება წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]