weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა

00:20 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ოლქის პროკურორის თანამდებობაზე რიჟამაძის შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შოთა რიჟამაძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას 2018 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2016 წლიდან, ის ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორი იყო. 2014-2016 წლებში რიჟამაძეს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2009-2014 წლებში კი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]