weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში საფლავები გაქურდეს

15:55 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019
ფოტო: თემო სალუქვაძე ფოტო: თემო სალუქვაძე

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე საფლავების დიდი ნაწილი გაქურდულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელეკომპანიასთან დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ საფლავების გაქურდვამ ბოლო დროს სისტემატური სახე მიიღო. მათივე თქმით, ნაქურდალს ჯართის ჩასაბარებელ პუნქტებში საკუთარი ძალებით ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საფლავების გაქურდვასთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება შესული არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავებს მოკვლევა არ დაუწყიათ.

საფლავების გაქურდვის შემთხვევები კახეთშიც დაფიქსირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიციამ დააკავა 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ახმეტის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 39 საფლავის გაქურდვა ედება.

 

ამ თემაზე:

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში 39 საფლავი გაქურდა - შსს

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]