weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

განათლების სისტემის დეპოლიტიზირების მიზნით ია კერზაიას ფონდი შეიქმნა

14:47 პარასკევი, 08 მარტი 2019

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას სახელობის ფონდი, რომლის მიზანი განათლების სისტემის განვითარება და დეპოლიტიზირება იქნება.

ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, განათლების სისტემის განვითარების და დეპოლიტიზირების ფონდის გუნდი უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება.

„ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, ბევრი საინტერესო იდეა და დარწმუნებული ვარ, არაერთ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება, ორგანიზაციას კი იას საქმის გაგრძელებას და ია კერზაიას სახელის ღირსეულად ტარებას ვუსურვებ. კონკრეტულ პროექტებზე და აქტივობებზე ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით“, – აცხადებს შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]