„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 18 ჟურნალისტის სასარჩელო მოთხოვნები და დაავალა შპს „იბერია TV“-ს მოსარჩელეებისთვის აენაზღაურებინა ორი თვის შრომის ოდენობის კომპენსაცია, ერთი კვირის სახელფასო დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით“, – განაცხადეს საია-ში.
„იბერიამ“ მაუწყებლობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ იძულებულნი გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა „ომეგა ჯგუფს“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.
კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით სამსახურის გარეშე დარჩენილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ტელეკომპანიამ ფინანსური პრობლემებისა და მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა.