weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალი დავით ქაცარავას პროვოკაციაში ადანაშაულებს და აფრთხილებს

00:49 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

ოკუპირებული ცხინვლის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ქართული ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს, დავით ქაცარავას 15 მარტისთვის, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. საზღვართან პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.  

„პროვოკატორების მთავარი ამოცანა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად წინაპირობების შექმნა და სახელმწიფო საზღვარზე არასტაბილურობის კერების გაჩენაა.

მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც პოლიტიკური ქულების დაწერისა და მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატად კენჭისყრისკენ ისწრაფის, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაზარალდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად დავაკავებთ“, – აღნიშნულია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ 2017 წელს შეიქმნა. 2017 წლის 25 ივლისიდან მოძრაობის წევრებმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყეს. 24-საათიანი პატრულირების დაწყების მიზეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სოფელ ყარაფილაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს ხნულების გავლება გახდა. მანამდე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი სოფელ ბერშუეთში გადმოწიეს და ამავე სოფელში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

პატრულირების გარდა, „ძალა ერთობაშია“ რუსულ ოკუპაციას სხვადასხვა მშვიდობიანი აქციების ორგანიზებით აპროტესტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]