შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სტატისტიკური მონაცემებით, შარშან, საწარმოო შემთხვევების შედეგად, 59 ადამიანი დაიღუპა, 199 კი დაშავდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დაშავებულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.