weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ხურვალეთში ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა – EUMM

16:13 პარასკევი, 15 მარტი 2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა.

„ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დღეს, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. სალიას თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის ეზოებში დგანან. იგივე ინფორმაციას ავრცელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხურვალეთის საგუშაგოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებიან და მათ სოფელში არ უშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]