საპატიო ყარაულმა მეხანძრე-მაშველის ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო. ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გადასცეს.
ქისტაურში ლევან ოღაძისთვის პატივის მისაგებად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველები ჩავიდნენ.
ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე 12 მარტს დაიღუპა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.