weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან 3 მუშა გადმოვარდა, ერთი დაიღუპა

17:28 შაბათი, 16 მარტი 2019

თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის N12-ში (ყოფილი ნარიმანოვის ქუჩა) მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მუშები გარე სამღებრო სამუშაოებს ასრულებდნენ.

შემთხვევა დღეს დილით, კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტზე მოხდა. „ემ.ჯი ალიანსი“, აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წელს გააფრთხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მომხდარზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

14 მარტს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]