weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად პარლამენტმა მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა

14:39 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით წარდგენილ ამ კანდიდატს 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

პარლამენტმა მიხეილ ჩიკვილაძე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან დაამტკიცა. კერძოდ, მის გარდა, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის იყვნენ მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.

წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი​, დონარა შონავა​, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი, ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]