weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა

10:06 კვირა, 24 მარტი 2019

საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ დატოვა. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, ეს გადაწყვეტილება ექიმმა დამოუკიდებლად მიიღო.

გუშინ, 23 მარტს, გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ იმ ექიმების გათავისუფლებას, ვინც მელანო ფუტკარაძეს მკურნალობდნენ. მოგვიანებით მათ პროტესტის ნიშნად საავადმყოფოსთან მისასვლელი გზებიც გადაკეტეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს საავადმყოფოს დირექტორი თამარ მხატვარი და აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი შეხვდნენ. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ გადაწყვიტა, სამუშაო პროცესს გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდეს.

29 წლის მელანო ფუტკარაძე კლინიკა „მედცენტრში“ 21 მარტს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს პრეტენზია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც, მათი მტკიცებით, მელანო ფუტკარაძეს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

მელანო ფუტკარაძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით 17 მარტს მიიყვანეს. გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის მტკიცებით, მის შვილს მუცლის ღრუს ულტრბგერითი და გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს. მელანო ფუტკატრაძე სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღეს გაწერეს. დედის თქმით, მედიკოსებმა პაციენტს თბილი აბაზანის მიღება ურჩიეს. 18 მარტს, მელანო ფუტკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც „მედცენტრში“ მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მას მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მულხით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]