weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბესიკ შუბითიძის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

13:29 სამშაბათი, 26 მარტი 2019

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ბესიკ შუბითიძის დაჭრაში ბრალდებულს, თორნიკე ტურიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო.

ბესიკ შუბითიძე 22 მარტს, გურჯაანში დაჭრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შუბითიძეს სამოქმედო ტერიტორიის გეგმური შემოვლის დროს, მდინარე ალაზანზე, ბრაკონიერებმა სანადირო თოფიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ თორნიკე ტურიაშვილი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]