weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრი ხურვალეთში იმყოფებოდა

15:08 შაბათი, 30 მარტი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გახარია მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

„მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გახარიას ვიზიტამდე ორი კვირით ადრე, 15 მარტს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის ეზოებში იდგნენ. მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნა არ დასტურდებოდა. განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც [EUMM]. მათი თქმით, 15 მარტს ხურვალეთში „ბორდერიზაციის“ ახალი ნიშნები არ შეუმჩნევიათ და არც რაიმე ინციდენტი აღურიცხავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]