ამ ხნის განმავლობაში 16 წლის გოგონა გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონამ და ბიჭმა თვითმკვლელობა 19 თებერვალს სცადეს. უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.