weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მთავრობას რუსთავში 2 ახალი ციხის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

12:43 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებს. ამ საკითხზე გუშინ ელექტრონული პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციის ხელმომწერები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმართველობისა და რუსთავის მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყდა. მათი თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში იმ მიზნებთან, რასაც ქალაქის მოსახლეობა და თვითმართველობის ორგანოები რუსთავის განვითარების პერსპექტივად განიხილავენ. 

„პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას რუსთაველი მოსახლეობა განიხილავს არამიზანშეწონილ გადაწყვეტილებად, რომელიც შეაფერხებს ქალაქის მიმდინარე განვითარებას. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სივრცეს, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია რუსთავის ისტორიული უბანი ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა (240 ჰექტარი) - სამომავლოდ ძალიან საინტერესო განვითარების პერსპექტივით, მდინარე მტკვარი და რკინიგზის სადგური. რუსთავის განვითარება სწორედ ამ არეალიდან დაიწყო წინა საუკუნეში, რომელიც კლიმატური მაჩვენებლით უფრო გრილ ადგილს და საუკეთესო გარემოს წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ხელმომწერები მთავრობის მეთაურს და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა შეაჩერონ და ამ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართონ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]