weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა დღეს განახლდება

10:11 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

წინასასამართლო სხდომებზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ასევე, არ დაკმაყოფილდა ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობაც.

დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია. ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]