weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

12:10 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც „რეგინფოს“ გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ქადაგიშვილის მესამე მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო 7 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.

პლატონ კალმახელიძე თვითმმართველი ქალაქ თელავის მერის თანამდებობას 2014-2017 წლებში იკავებდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ მას თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ისევ განიხილავდა. კალმახელიძის საარჩევნო ბანერი თელავის ცენტრშიც იყო განთავსებული, თუმცა 4 სექტემბერს მერობის კანდიდატად შოთა ნარეკლიშვილი დასახელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]