weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

12:48 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე მოკლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილის ცხედარს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ.

„გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და გადაყვანილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაახლოებით ორი კვირის წინ სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს მოქალაქე ბუნა ხოტოველი. ერთ-ერთი ვერსიით ის 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ბუნა ხოტოველის დედას ამ ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ შვილი მოუკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]