როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულად დაქორწინებული/დანიშნული გოგოები სკოლაში არ დადიოდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებში არ იყო მითითებული.
ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის ფაქტებზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო ზომების მიღება მოითხოვა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე.
ამ თემაზე:
გასულ წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა – სახალხო დამცველი