weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ერთ-ერთ სკოლაში 3 მოსწავლე გოგოს ქორწინება/ნიშნობა დამალეს

15:49 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, მასწავლებელთა მიერ ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტების დამალვის პრობლემა გამოვლინდა. სახალხო დამცველი ამ სკოლის სამი მოსწავლის ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმეებს სწავლობს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულად დაქორწინებული/დანიშნული გოგოები სკოლაში არ დადიოდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებში არ იყო მითითებული.

ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის ფაქტებზე არაეფექტურ რეაგირებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო ზომების მიღება მოითხოვა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე.

 

ამ თემაზე:

გასულ წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა – სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]