weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილს ვკითხე, რამე პასუხს ხომ არ გამცემდით-მეთქი, არც შემოტრიალებულა – მაჩალიკაშვილი

15:58 სამშაბათი, 09 აპრილი 2019
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულ სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა ტერიტორია ისე დატოვა, მისკენ არც შეტრიალებულა.

„სპეციალურად მივედი, რომ დამესვა მისთვის ერთი შეკითხვა: თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გამცემდით-მეთქი. ორჯერ-სამჯერ ბეჭებზე ხელი დავარტყი, შემოტრიალდით ქალბატონო-მეთქი, არც შემოტრიალებულა. თავი ჩაღუნა და მანქანისკენ გაიქცა, გავარდა, წავიდა. ამას გაზვიადებულად არ ვიძახი - მთელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი თანამდებობის ადამიანს ყველას რცხვენია ჩემი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური ცდილობდა, სალომე ზურაბიშვილი ისე გაეყვანა ტერიტორიიდან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ შეხვედროდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ მოქალაქემ მიაწოდა ფოტო, სადაც პროტოკოლის სამსახურის მიერ დაცვის სამსახურთან გაგზავნილი შეტყობინების ტექსტი ჩანს.

„მაჩალიკაშვილი დგას ჩვენს მანქანასთან, სხვა მხრიდან ხომ არ გავიყვანოთ“, – იკითხება გავრცელებულ ფოტოზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 სექტემბრიდან პარლამენტის შენობის წინ იმყოფება და მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბარს თავს არიდებს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კითხვაზე, პრეზიდენტის რანგში აპირებს თუ არა შვილმოკლულ მამებთან - ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრას, ზურაბიშვილმა თქვა: „არ ვიცი, ვნახავ, თუ საჭიროება იქნება შეიძლება შევხვდე, მაგრამ მე ორივეს ერთ დონეზე არ დავაყენებდი არავითარ შემთხვევაში. ორი სხვადასხვა საკითხია“.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს სთხოვა დაეზუსტებინა, რის მიხედვით დაყო ეს საქმეები, რაზეც მან განმარტება არ გააკეთა და თქვა – „ვიცი, რის მიხედვით“.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]