weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერის ნაწილი კიდევ ჩამოინგრა

16:51 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა შენობის პირველ სართულზე, პირველი კლასის ოთახში მოხდა. ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ჭერი გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩამოიშალა, თუმცა არავინ დაშავებულა.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, ჭერის ჩამონგრევის შესახებ განათლების სამინისტროს შეატყობინა.

„საბედნიეროდ, ჭერი იმ სივრცეში არ ჩამოიშალა, სადაც ბავშვები იყვნენ. ეს პირველ სართულზე ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევაა. მეორე სართულზე ვიცოდით მიზეზი, რომ ქარის შემოვარდნა იყო და ახლა რამ გამოიწვია, ჯერჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

მეორე სკოლაში, რომლის რეაბილიტაციაზეც 2017 წელს 700 ათასი ლარი დაიხარჯა, ჭერის ფრაგმენტები პერიოდულად ცვივა. მსგავსი შემთხვევები გასულ წელს ივლისსა და ნოემბერშიც დაფიქსირდა. მურად ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ შენობა უსაფრთხოა, რაც რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]