weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩადგეს სიტყვის თავისუფლება ჭეშმარიტების სამსახურში – მღვდელმსახური

14:09 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამოხატვის თავისუფლების საკითხზე დისკუსია გაიმართა, სადაც მამა გიორგი ფირცხელანმა საპატრიარქოს პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, მიუღებელია ბოლო პერიოდში ტელეეთერებიდან გახშირებული ბილწსიტყვაობა და ძალადობა.

პირველი არხის ინფორმაციით, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა ადამიანის მთავარ არსზე - „დაემსგავსოს უფალს და გაემიჯნოს ბოროტებას, თავი აარიდოს ძალადობის ისეთ გამოვლინებებს, რასაც დღეს ადგილი აქვს ჩვენს საზოგადოებაში“. მამა გიორგის თქმით, ამ მიზნის მიღწევაში დიდი როლი აქვს მასმედიას.

„დღეს ყველა ვამჩნევთ, რომ საზოგადოების მოწყვლადი ფენების მიმართ არის ტენდენცია აგრესიის დაგროვებისა. ისინი სხვადასხვა სოციალური პრობლემებით დამძიმებულები არიან, მათში ხდება აგრესიის დაგროვება, რადგან პირდაპირი ეთერიდან ისმის ბილწსიტყვაობა, აგრესიული მოწოდებები, ცილისწამება. ჩვენ კარგად გვახსოვს, უახლოეს წარსულში, 90-იან წლებში რა როლი შეასრულა ტელევიზიამ, რომ ახალგაზრდობა წასულიყო კრიმინალისკენ და ძალადობისკენ. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გაემიჯნონ ძალადობას. არავინ უნდა ცდილობდეს, რომ თავი ძალიან თავისუფლად იგრძნოს ღვთის წინაშე, ითავხედონ და ხალხი წარმოაჩინონ რაღაც უგუნურ მასად, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთი პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებისთვის, ხოლო შემდეგ მიაგდებენ.

უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ჩადგეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი და განძი – სიტყვის თავისუფლება, ჭეშმარიტების სამსახურში. არ გვინდა, სიტყვის თავისუფლებას რამე დაემუქროს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ უკეთური ადამიანები ბოროტად იყენებდნენ ყველაფერ ამას“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

პირველი არხის ცნობით, შეხვედრას პარლამენტის წევრები - გენადი მარგველაშვილი და მირიან წიკლაურიც ესწრებოდნენ.

ცოტა ხნის წინ, მედიაში არსებული ვითარება მასშტაბურ და მძიმე პრობლემად შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ტელეეთერებში ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, გადის „მდარე სერიალები და გადაცემები“, რაც, ივანიშვილის თქმით, ლამის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

„ის პრობლემა რაც დგას, არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები 2020 წლის თუ 2019-ის, ასევე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არ არის მთავარი. უფრო მთავარი ღირებულებაა, რომ საზოგადოება ცუდი მიმართულებით არ წავიყვანოთ. ის რაც ხდება, თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტია „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]