weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა კომპანიას „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად 222 141 კვ.მ მიწას გადასცემს

14:47 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019
ფოტო ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ აქციიდან / არქივი ფოტო ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ აქციიდან / არქივი

საქართველოს მთავრობა სვანეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებელ კომპანიას - „ნენსკრა ჰიდროს“, სოფელ ნაკრაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ჯამში 221 831 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცემს.

გარდა ამისა, „ნენსკრა ჰიდროს“ სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცემა სოფელ ხაიშის მიმდებარედ და სოფელ ჭუბერში, ჯამში 310 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. „ნენსკრა ჰიდრო“ საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის სანაცლოდ სიმბოლურად 1 აშშ დოლარს გადაიხდის.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ ტერიტორიების (სულ 222 141 კვ.მ) გადაცემის პირობად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

ჭუბერისა და ნაკრას ხეობებში დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ პროექტს საპარტნიორო ფონდი ინვესტორ კომპანიასთან – კორეის წყლის რესურსების კორპორაციასთან (K-Water) ერთად ახორციელებს. სს „ნენსკრა ჰიდრო“ მათი თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ჭუბერის მცხოვრებლები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. გასულ წელს სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება საერთო კრებაზე - ლალხორზე მიიღეს, რომელსაც ყველა თემის წარმომადგენელი ესწრებოდა. ლალხორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფომ, გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სვანები სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარონ და მათთან შეთანხმების გარეშე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდეს.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ის გადაწყვეტილება, რომლითაც „ნენსკრა ჰიდრო“ ჰესის განახლებული პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]