weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამოყირავებული ავტომობილი გომბორის გზაზეც გამოჩნდა

17:36 პარასკევი, 12 აპრილი 2019

ამოყირავებული და დაზიანებული ავტომობილი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც დაამონტაჟეს. ინსტალაცია სოფელ თეთრწყლებთან იმ ადგილზეა, სადაც გასულ წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

როგორც „რეგინფოს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, იდეა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკუთვნის და ამოყირავებული ავტომობილი დეპარტამენტთან შეთანხმებით ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ დაამონტაჟა. უწყების პრესსამსახურში ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

ამოყირავებული ავტომობილები რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში გაჩნდა. როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ განმარტა, ეს ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა, რომელიც მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისისა და გომბორის გზის გარდა, ამოტრიალებული ავტომობილები ხაშურის შესასვლელთან, სოფელ გომშიც დამონტაჟდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]