weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

როდესაც ივანიშვილს დაუდგა რეალური საფრთხე, კვლავ ეკლესიას მიაკითხა – ნათელაშვილი

16:41 კვირა, 14 აპრილი 2019

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საპატრიარქოს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთოს. შალვა ნათელაშვილის თქმით, ის დაპირებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში გასცემს, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა და არა ქველმოქმედება.

„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი სამების ტაძრის მოხატვას სრულად დააფინანსებს. მანამდე, 30 მარტს, ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს უთხრა, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას სულ მცირე მილიონით დააფინანსებს.

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამავე დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]