weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავს

12:10 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის 13 ოპერატორი გაფიცვას გეგმავს. მათ მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, ძირითად საქმიანობასთან ერთად მემონტაჟის ფუნქციასაც ასრულებენ, თუმცა მხოლოდ ოპერატორის დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

ოპერატორები აცხადებენ, რომ ტელევიზიის დირექტორისა და ბორდისგან ხელფასის გაზრდა ან მემონტაჟის ფუნქციის მოხსნა არაერთხელ მოითხოვეს, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

„პროფკავშირების მიმართვით დაიწყო მედიაცია, თუმცა უშედეგოდ. დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როდესაც დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების იგნორირება გრძელდება. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ იძულებული გავხდებით, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას“, – აცხადებენ ოპერატორები.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ოპერატორების წერილი მაუწყებელში 15 აპრილს, დღის ბოლოს  დარეგისტრირდა. მანამდე, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიასა და ოპერატორებს შორის მედიაცია შეწყდა და მაუწყებლის პროფკავშირების კომიტეტმა მათი წერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნეს.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, კითხვაზე – რატომ გადაწყდა მედიაციის შეწყვეტა იმ დროს, როდესაც აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ, ომარ ბერიძემ განაცხადა, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა.

„მოლაპარაკებები დიდი ხანია ვერ შედგა და ამიტომ გაღიზიანებული იყო ერთი მხარე, რომელიც ითხოვს პირობების გაუმჯობესებას. ეს არ არის ახალი პროცესი და მიმდინარეობს წელიწად-ნახევარია. შეიძლება  ვიღაცას ეგონოს, რომ ვიღაცეებთან კონსულტაცია გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს აბსურდია. ჩიხურ სიტუაციაში შევედით, მართალი გითხრათ, არ ვიცი რითი დამთავრდება. არ ვარ გაფიცვების მომხრე, როგორც პროფკავშირებს მინდა, რომ შედგეს მოლაპარაკება“, – ციტირებს აჭარის ტელევიზია ომარ ბერიძის კომენტარს.

ოპერატორების მიერ დაანონსებული გაფიცვის პარალელურად ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში მედიის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზიანი მიადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]