weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გზებზე დამტვრეული ავტომობილები შს სამინისტრომ განათავსა

12:50 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში გზებზე დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციების დამონატაჟება მათ მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ნაწილია. სამინისტროში აცხადებენ, რომ კამპანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ინსტალაციები კი დროებით არის დამონტაჟებული.

„სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას“, – აცხადებენ შსს-ში.

სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ვებ-გვერდი formore.life და ფეისბუქ-გვერდი შეიქმნა, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება.

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]