weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მოპედის სამართავად მართვის მოწმობის აღება იქნება საჭირო – შსს

22:58 სამშაბათი, 16 აპრილი 2019
ფოტოზე ნინო ჯავახაძე ფოტოზე ნინო ჯავახაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება, მძღოლებს კი მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ნინო ჯავახაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპედები საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილეები არიან, დღეს მათზე სამართლებრივი რეგულაციიები არ ვრცელდება.

„ფაქტობრივად, რაღაც ძრავის გარკვეულ მოცულობამდე მოპედი საერთოდ არც ითვლება მექანიკურ ავტოსანტრანსპორტო საშუალებად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც გადახვევები გავაკეთოთ. ქალაქში უკვე ყოველგვარი კონტროლის გარეშე დადიან ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ძრავი აქვთ და საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ რეგისტრაცია ამ სატრანსპორტო საშუალებების იმიტომ, რომ ისინი არიან საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ასევე,

ვინაიდან მოპედებზე არანაირი რეგულაცია არსებობს, შეიძლება მოპედის საჭესთან ვიხილოთ არასრულწლოვანი, არ არსებობს მართვის მოწმობა მოპედებისთვის.

შესაბამისად, სავალ ნაწილში თავისუფლად გადაადგილდებიან ისეთი პირები, რომელთაც არც მართვის მოწმობა გააჩნიათ, არც სრულწლოვნები არიან. ეს არის ის ნაწილი, რომლის მოწესრიგებაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შსს 2019 წელს, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთი ცვლილება იქნება ის, რომ მართვის მოწმობას ქულები ვიდეოჯარიმის შემთხვევაშიც ჩამოაკლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]