weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე ბორდი 19 აპრილს იმსჯელებს

10:36 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, სადაც მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო, ერთი დღით გადაიდო და 18 აპრილის ნაცვლად, 19 აპრილს ჩაინიშნა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სხდომის გადადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების მიზეზით მოითხოვა ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც დირექტორის იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორია.

„სხდომის გადადების თაობაზე მოგვმართა ერთ-ერთმა წევრმა და საბჭოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომა გადადებულიყო. ვინაიდან ეს პირი - ირაკლი დარცმელიძე არის უნდობლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი განმცხადებელი და ხელისმომწერი, კანონი ითვალისწინებს სხდომის გადადებას და ჩვენ ვეტეოდით ვადებში, ამის გამო ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს სხდომა კიდევ ერთი დღით გადადებულიყო“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაშვილმა.

ნათია კაპანაძის უნდობლობის პროცედურის დაწყება 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნება“) მოითხოვა.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში მედიის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ზიანი მიადგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]