weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზის 13 ოპერატორი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა

11:43 პარასკევი, 19 აპრილი 2019
ფოტო © აჭარის ტელევიზია ფოტო © აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა. ოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად ფუნქციასთან ერთად, მემონტაჟის მოვალეობის შესრულებას უწევთ, დამატებით ანაზღაურებას კი არ უხდიან.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახური მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს. მისივე თქმით, გაფიცულების მოვალეობას ანალიტიკური გადაცემებისა და რეგიონული ბიუროების ოპერატორები ასრულებენ.

ოპერატორებმა გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს. მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ, პროტესტი უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ.

„დირექტორის განმარტებით, ჩვენი საკითხი უნდა განიხილოს 2020 წლისთვის, მაშინ, როდესაც დირექტორის საარჩევნო ვადა მთავრდება 2019 წელს. დირექტორის მხრიდან ჩვენი მოთხოვნების იგნორირება გრძელდება“, – აცხადებენ ოპერატორები.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]