weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ შტოს – დავით ბაგრატიონი

13:02 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საქართველოს სამეფო სახლი სოციალურ ქსელში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატები ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი ოჯახიც არიან. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აცხადეს, რომ არ აპირებს „ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“ დაუტოვოს.

„მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი.

ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მამა-შვილი ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. მათ სასამართლოსაც მიმართეს და მოითხოვეს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილ მეუღლეს სამეფო ოჯახის სახელის გამოყენების უფლება ჩამორთმეოდა. მათი განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ისაუბროს სამეფო სახლის სახელით, გასცეს ჯილდოები და ორდენები. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, რომელმაც საფუძვლის არარსებობის გამო საქმის განხილვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]