„გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ თემაზე:
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო – გახარია