weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც პანკისის ხეობის სიღრმეშია – სუბარი

19:51 კვირა, 21 აპრილი 2019

„მოლაპარაკება არის იმ ეტაპზე, რომ გაგრძელდება ერთი ჰესის მშენებლობა, რომელიც ხეობის სიღრმეშია, ხოლო მეორე ჰესზე, რომელიც სოფელთან უფრო ახლოა, მოსახლეობსთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, რომ აბსოლუტური უმრავლესობის ნება იყოს მკაფიოდ გამოხატული“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, „ხადორი 3“ ჰესი, რომლის სამშენებლო სამუშაოები პანკისის მცხოვრებლებმა დღეს შეაჩერეს, არ წარმოადგენს საფრთხეს არც ეკოლოგიისთვის და არც მოსახლეობისთვის.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ჰესების მშენებლობას ადგილობრივების მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება და აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ქვეყნისთვის და კონკრეტულად ხეობისთვის ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს.

„ამიტომ ფორმულირება, რომ პანკისელები არიან წინააღმდეგნი არიან ან მომხრეები არიან, არ არის სწორი. იგივეა, რაც ხდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. 2017 წლიდან მოყოლებული მოსახლეობასთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ამ ჰესებს, ისევე როგორც ინფორმაცია აქვთ მოწინააღმდეგეებს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ბუნება იმ სახით უნდა შევინარჩუნოთ, როგორც არის და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკის განვითარება. რა თქმა უნდა, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პანკისის მცხოვრებლები სოფელ ბირკიანთან, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებენ. ჰესის აშენება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ სურს და სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს. მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერა.

გარდა ამისა, პანკისში შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია 26.28 მვტ სიმძლავრის „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ამ ჰესის მშენებლობის საკითხზე გასული წლის დეკემბერში დავა დაიწყო და სასამართლოში ითხოვს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა შესაძლებელი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]