weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იორდანიშვილი: მინისტრმა თქვა, მოსახლეობის 90%-ის თანხმობა უნდა მოიპოვოო – ძალიან რთულია

18:15 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პანკისელებისთვის მიცემულ დაპირებას გამოეხმაურა. შპს „ფერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან რთული იქნება ჰესის ასაშენებლად მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერის მოპოვება.

„მინისტრმა თქვა, „ხადორი 3“-ზე მოსახლეობის 90%-ის თანხმობა უნდა მოიპოვოო. ძალიან რთულია. ჩვენ დავიხარჯებით ამაშიც და ვიმუშავებთ მოსახლეობასთან. თუ გამოვა, გამოვა. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 13-14 თვეა გაჩერებულია, რითიც კომპანიას ძალიან დიდი ზარალი ადგება.

„მაგრამ ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ზარალი ავინაზღაუროთ. ტექნიკა, რომელიც დაიწვა სცილდება მილიონი ლარის ღირებულებას. ყველაზე დიდი ზარალი მოგვადგა ჩვენ ამ შემთხვევაში, თავი რომ გავანებოთ ჰიდროელექტროსადგურის არაშენებას და ჩამოტანილ, უკვე 100%-ით დაკონტრაქტებულ ტექნიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჰიდროენერგეტიკა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა. თუ ამას მივაღწევთ, არამარტო ექსკავატორს, არამედ სხვა რამესაც დავთმობთ“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%.

პანკისის მცხოვრებლები სოფელ ბირკიანთან, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებენ. მათ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერეს. ინვესტორი კომპანია სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]