weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრეფიკინგისთვის დააკავეს ქალი, რომელმაც საქართველოში 10 ბავშვი ჩამოიყვანა

12:27 პარასკევი, 26 აპრილი 2019
ფოტოკადრი „რუსთავი 2“-ის სიუჟეტიდან ფოტოკადრი „რუსთავი 2“-ის სიუჟეტიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ქალი, რომელიც საქართველოში 10 არასრულწლოვანთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა და აცხადებს, რომ ბავშვების დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, ქალი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შსს-ს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქალმა ათი ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით 20 აპრილს შეიყვანა. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის არის, უფროსი კი 11 წლის. პოლიციამ იმავე დღეს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]