weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აზერბაიჯანი უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს – მარნეულის ეპისკოპოსი

12:39 პარასკევი, 03 მაისი 2019

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი უხეშად არღვევს საქართველოს საზღვრებს. ეპისკოპოსის თქმით, დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი.

„ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი საზოგადოების სრულუფასოვანი წევრები იყვნენ. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს“, – აცხადებს მარნეულის ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას სამღვდელოება არავის დაუთმობს.

„ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმა, არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას.

უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად!

იმედია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს“, – აცხადებს ეპისკოპოსი.

დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპტრიარქო გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამასთან, საპატრიარქო აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს პროვოკაციად.

დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. აზერბიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუშინ, მედიასთან უკვე მეორედ განაცხადა, რომ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრენი არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]